მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-13 სეზონის გამარჯვებული ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე გახდნენ
მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მე-13 სეზონის გამარჯვებული ნანუკა სტამბოლიშვილი და რატი გაჩეჩილაძე გახდნენ. გრანდიოზული ფინალი მაყურებელმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში იხილა.
კონკურსში მეორე ადგილი მოიპოვა მარიამ შენგელიამ, ხოლო მესამე ადგილი – ანი კეკუამ. მეცამეტე სეზონზე ერთმანეთს კონკურენციას სულ 9 საცეკვაო წყვილი უწევდა.
გამარჯვებულს მთავარი პრიზი, საინვესტიციო ჯგუფ „ურბანიკისგან“, ვაშლიჯვრის კომპლექს „კომფორტ ჰილსში“ ბინა ერგო. მე-2 ადგილზე გასულს ასევე „ავერსმა“ 20 ათასი ლარი გადასცა. ფინალისტები კომპანიებისგან სხვა პიზებითაც დაჯილდოვდნენ.