“სიტყვებით ვერ აღვწერ, რა მადლიერი ვარ…” – ლიზა ყენიას ახალი დიდი წარმატება

74

სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ქართველი მუსიკოსი, ლიზა ყენია ახალ პოსტს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“სიტყვებით ვერ აღვწერ, რა მადლიერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ცხოვრება და ჯანმრთელობა მოწოდების სიმაღლეზე არ არის, სამყარომ, რომელიც სავსეა სიყვარულის ენერგიით, ამ გზაზე რამდენიმე ანგელოზი გამომიგზავნა. ერთ-ერთია მეგი გაბუნია, რომელთანაც ხელოვნების სიყვარულმა გამაერთიანა.

როცა მისი სამოსი მაცვია, თავს ბედნიერად, ავთენტურად და, რა თქმა უნდა, ენერგიულად ვგრძნობ.
მადლიერი ვარ გუშინდელი კონცერტისთვის, მადლობა ყველას, ვინ მოვიდა, მხარი დამიჭირა და ეს მომენტი გაიზიარა. ყველაფერი წინაა!” – წერს ლიზა ყენია.

"სიტყვებით ვერ აღვწერ, რა მადლიერი ვარ..." - ლიზა ყენიას ახალი დიდი წარმატება