თბილისში, ჩუღურეთის რაიონში ერთ-ერთ ქუჩას ილუზიონისტ ზურაბ ვადაჭკორიას სახელი ეწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს წევრი, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი, ზურაბ ჩიკვილაძე ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს. საუბარია გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთსა და გიორგი ჩიტაიას ჩიხზე.
„ზურაბ ვადაჭკორია თბილისს ეკუთვნოდა და თბილისს უყვარდა ის.
ჩემთვის, როგორც ჩუღურეთის რაიონის მკვიდრისთვის და ამ რაიონის მაჟორიტარისთვის, ისევე როგორც ყველა ჩუღურეთელისთვის, საამაყოა ის ფაქტი, რომ ზურაბ ვადაჭკორიას სახელის უკვდავსაყოფად ჩვენს რაიონში, გიორგი ჩიტაიას ქუჩის მონაკვეთს და გიორგი ჩიტაიას ჩიხს, ზურაბ ვადაჭკორიას სახელი მიენიჭა.
აღნიშნული საკითხის შესწავლის პროცესში, ჩემი როგორც საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის ჩართულობით განხორციელდა ქუჩის შერჩევა.
ყველას მადლობას ვუხდი, ვინც კი ამ პროცესში იყო ჩართული.