“ვინც აიფონ 7 გამოიტანეთ განვადებით და გამოქვაბულში ვაიფაი დაიჭირეთ – ყველა წამყვანობას ნუ მომინდომებთ”

გურამ შეროზია სოციალურ ქსელში ბაგირას შესახებ წერს.

ვაჰ, სასიამოვნო ვიდეოა ღირსეული ქალი არ ეგება პროვოკაციებს და რჩება მოწოდების სიმაღლეზე, მერე რა, რომ ჩვენი ტანდემი დაიშალა

ამ მაძუგ რაღაცას რაც შეეხება – ცალკე ვიდეო შეფასებას დავდებ, ამიერიდან როცა მეცლება – ჰეითერთა ხოხვის დღეებს ვაცხადებ
ან რაის ცინიზმი მომინდომა, ტიპს არც მეტყველება უვარგა, იუმორი და მანერები – ყოვლად უნიჭო, სიტყვათა მარაგი მინუს უსასრულობაში აქვს, ქარიზმაც მანდვე ფორთხავს შეხედავ და რომელიღაც ორღობის ბირჟიდან გამოქცეულის ჰაბიტუსი აქვს, აღარ განვაგრძობ, დანარჩენს მოკლე კომენტის სახით დაგიდებთ მალე მანამდე რჩევა: სარკაზმს შესაბამისი აიქიუ მონაცემი სჭირდება და ვინც აიფონ 7 გამოიტანეთ განვადებით და გამოქვაბულში ვაიფაი დაიჭირეთ – ყველა წამყვანობას ნუ მომინდომებთ, უხერხულია თან ბირჟის კაცზე ორმაგად უშნოდ ჩანს ორღობის ჭორიკნობა.
ბაგირას კიდევ – მადლობა, მეც სწორედ ასეთი კეთილგანწყობილი ვარ და ვინმე რამე გადაკრულს თუ შეეცდება მასზე – იქვე ფორთხავს მერე ანუ სულიერი კავშირები ისევ ადგილზეა და ისევ სწორ სიმაღლეზე