„რატომ ითხოვს „სუხიშვილების“ პროფესიული ცეკვის ანსამბლი მაღალ, გამხდარ, სწრაფ და მოქნილ მოცეკვავეებსო… დაბალი, მსუქანი, მოუქნელი და ზანტი მოცეკვავეების კონცერტზე სიარული ჯობია, ცხადია, მსოფლიომაც სასურველია ასეთი გვნახოს“, – ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
სალომე სამადაშვილი ეხმიანება ანსამბლ „სუხიშვილების“ მიერ, სოციალურ ქსელში გავრცელებუ ვიდეოს, რომელიც კულისებში, რეპეტიციაზეა გადაღებული. ვიდეოს საზოგადოების ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.