„და მან თქვა დიახ“ – სანდრო შელიამ ნინა ხუბუტიას ხელი სთხოვა

უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტი, კომპანია CAI-ს გენერალური დირექტორი სანდრო შელია სოციალურ ქსელში მეგობრებს სასიხარულო ინფორმაციას უზიარებს.

სანდრო შელია „მთავარი არხის“ საინფორმაციო გამოშვების წამყვან ნინა ხუბუტიასთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც ურთავს ტექსტს და საქორწინო ბეჭდის სიმბოლოს:

„მან თქვა დიახ“ – წერს სანდრო შელია.

წყვილი კომენტარებში მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებს