ენი გასიევა AMBEBI.GE-სთან ყოფილი მეუღლის, მსახიობის გიორგი ყიფშიძის ბრალდებებს პასუხობს.
– ენი, ალბათ გაეცანით უკვე თქვენი ყოფილი მეუღლის, გიორგი ყიფშიძის ინტერვიუს, სადაც თქვენზეც საუბრობს.
– არ ვიცი, არ მინახავს.
– შეიძლება რამდენიმე მონაკვეთი წაგიკითხოთ?
– დიახ.
– ენი, გიორგი ამბობს, რომ ბავშვებთან ერთი თვეა არ ყოფილხართ, „ქლაბერი გოგოა, მოვა ცოტა ხანს, ბავშვებს დაიჭერს ხელში და ვეღარ ძლებს, მალევე იღლება და მიდის“.
– მაგას უარვყოფ რა თქმა უნდა, სრული სისულელეა. ბოლოს გუშინ ვნახე და გუშინდლამდე სამი დღით ადრე. ახლა ისეთი პერიოდი მაქვს, რომ ვლაგდები და ეს ყველაფერი არ არის სიმართლე. ყველაფერი ვერ არის ისე დალაგებული, როგორც უნდა იყოს. ადამიანს დასალაგებლად სჭირდება გარკვეული პერიოდი, მერე გაქვს იმის საშუალებაც, რომ ბავშვი შენთან წამოიყვანო, რასაც აუცილებლად ვაპირებ და არ მესმის რატომ საუბრობს ასე, სრული მარაზმია რასაც ამბობს.
– ბავშვები როგორ გხვდებიან როდესაც გნახულობენ.
– ბავშვები როგორც დედასთან, ასევე მამასთან იქნებიან?
– მნიშვნელობა არ აქვს ურთიერთობაში არიან ადამიანები თუ დაშორებულები არიან. უბრალოდ დახმარებაა, ზოგჯერ მე ვიქნები ცუდად და გიორგი მიხედავს, ზოგჯერ გიორგი იქნება ცუდად და მე მივხედავ. ახლა მე ვარ ცუდად პირდაპირ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. ვეძებ სახლს, ვერ ვიპოვე, გაურკვევლობაში ვარ. სანამ არ დავლაგდები ქუჩაში ხომ არ წავიყვან ბავშვებს? ჩემს გაჭირვებაზე კიდევ წიხლს რომ მაჭერენ და მაზოლზე ფეხს მაჭერენ, ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მძიმეა და არ ვემხრობი.
– გიორგი ამბობს, რომ ბავშვებს მარტო ზრდის და ლენუკას როდესაც სცალია მაშინ ეხმარება.
– რამდენი ხანი სცალია, უკაცრავად? – მაგას არ ვიმჩნევთ. ამჟამად ბოლო ერთი თვეა გიორგი უვლის.
– გიორგის დედა არ ეხმარება?
– ვერ ეხმარება, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
ცნობისთვის, fortuna.ge-ზე გამოქვეყნებულ ინტერვიუში მსახიობმა გიორგი ყიფშიძემ ყოფილ ცოლზე ისაუბრა და თქვა, რომ ენი ბავშვებს ხშირად არ ნახულობს. ვრცელ ინტერვიუში ყიფშიძე ენიზე ამბობს, რომ „ქლაბერი“ გოგოა და აღარ მოსწონდა, რომ ოჯახური ცხოვრების გამო კლუბში წასვლას ვეღარ ახერხებდა.