“ვე­ძებ სახ­ლს, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვარ, სა­ნამ არ დავ­ლაგ­დე­ბი ქუ­ჩა­ში ხომ არ წა­ვიყ­ვან ბავ­შვებს?“

333

ენი გა­სი­ე­ვა AMBEBI.GE-სთან ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, მსა­ხი­ო­ბის გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ბრალ­დე­ბებს პა­სუ­ხობს.

– ენი, ალ­ბათ გა­ე­ცა­ნით უკვე თქვე­ნი ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის, გი­ორ­გი ყიფ­ში­ძის ინ­ტერ­ვი­უს, სა­დაც თქვენ­ზეც სა­უბ­რობს.

– არ ვიცი, არ მი­ნა­ხავს.

– შე­იძ­ლე­ბა რამ­დე­ნი­მე მო­ნაკ­ვე­თი წა­გი­კი­თხოთ?

– დიახ.

– ენი, გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ ბავ­შვებ­თან ერთი თვეა არ ყო­ფილ­ხართ, „ქლა­ბე­რი გო­გოა, მოვა ცოტა ხანს, ბავ­შვებს და­ი­ჭერს ხელ­ში და ვე­ღარ ძლებს, მა­ლე­ვე იღ­ლე­ბა და მი­დის“.

– მა­გას უარ­ვყოფ რა თქმა უნდა, სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა. ბო­ლოს გუ­შინ ვნა­ხე და გუ­შინდლამ­დე სამი დღით ადრე. ახლა ისე­თი პე­რი­ო­დი მაქვს, რომ ვლაგ­დე­ბი და ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის სი­მარ­თლე. ყვე­ლა­ფე­რი ვერ არის ისე და­ლა­გე­ბუ­ლი, რო­გორც უნდა იყოს. ადა­მი­ანს და­სა­ლა­გებ­ლად სჭირ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მერე გაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბაც, რომ ბავ­შვი შენ­თან წა­მო­იყ­ვა­ნო, რა­საც აუ­ცი­ლებ­ლად ვა­პი­რებ და არ მეს­მის რა­ტომ სა­უბ­რობს ასე, სრუ­ლი მა­რაზ­მია რა­საც ამ­ბობს.

– ბავ­შვე­ბი რო­გორ გხვდე­ბი­ან რო­დე­საც გნა­ხუ­ლო­ბენ.

– რო­გორ უნდა ვთქვა შვი­ლებ­ზე უარი, ჩემი მი­ზა­ნი ის არის, რომ გად­მო­ვიყ­ვა­ნო ჩემ­თან. უბ­რა­ლოდ ვერ და­ლაგ­და სი­ტუ­ა­ცია ისე, ფი­ნან­სუ­რი თე­მაც არის, უნდა ვი­ქი­რა­ვო ბინა, ფული მაქვს და ვე­ძებ. არ მინ­და, რომ პა­ტა­რა და გა­უ­რე­მონ­ტე­ბელ სახ­ლში გა­და­ვიყ­ვა­ნო, კომ­ფორ­ტი ხომ უნდა ჰქონ­დეთ.

– ბავ­შვე­ბი რო­გორც დე­დას­თან, ასე­ვე მა­მას­თან იქ­ნე­ბი­ან?

– მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ურ­თი­ერ­თო­ბა­ში არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი თუ და­შო­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან. უბ­რა­ლოდ დახ­მა­რე­ბაა, ზოგ­ჯერ მე ვიქ­ნე­ბი ცუ­დად და გი­ორ­გი მი­ხე­დავს, ზოგ­ჯერ გი­ორ­გი იქ­ნე­ბა ცუ­დად და მე მივ­ხე­დავ. ახლა მე ვარ ცუ­დად პირ­და­პირ, ამ სი­ტყვის სრუ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბით. ვე­ძებ სახ­ლს, ვერ ვი­პო­ვე, გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში ვარ. სა­ნამ არ დავ­ლაგ­დე­ბი ქუ­ჩა­ში ხომ არ წა­ვიყ­ვან ბავ­შვებს? ჩემს გა­ჭირ­ვე­ბა­ზე კი­დევ წიხლს რომ მა­ჭე­რენ და მა­ზოლ­ზე ფეხს მა­ჭე­რენ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩემ­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა და არ ვემ­ხრო­ბი.

– გი­ორ­გი ამ­ბობს, რომ ბავ­შვებს მარ­ტო ზრდის და ლე­ნუ­კას რო­დე­საც სცა­ლია მა­შინ ეხ­მა­რე­ბა.

– რამ­დე­ნი ხანი სცა­ლია, უკაც­რა­ვად? – მა­გას არ ვიმ­ჩნევთ. ამ­ჟა­მად ბოლო ერთი თვეა გი­ორ­გი უვ­ლის.

– გი­ორ­გის დედა არ ეხ­მა­რე­ბა?

– ვერ ეხ­მა­რე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

ცნობისთვის, fortuna.ge-ზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში მსა­ხი­ო­ბმა გიორგი ყიფშიძემ ყო­ფილ ცოლ­ზე ისაუბრა და თქვა, რომ ენი ბავ­შვებს ხში­რად არ ნა­ხუ­ლობს. ვრცელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ყიფ­ში­ძე ენი­ზე ამ­ბობს, რომ „ქლა­ბე­რი“ გო­გოა და აღარ მოს­წონ­და, რომ ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის გამო კლუბ­ში წას­ვლას ვე­ღარ ახერ­ხებ­და.