საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ონლაინ გამოცემა „GORDON“-თან ინტერვიუში თავის ქალიშვილებზე ელის მარია სააკაშვილსა და ჟასმინ იასკოზე პირველად ისაუბრა. ალისკა საქართველოში, დედასთან, მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად ცხოვრობს, ჟასმინი კი უკრაინაში, რომელსაც ასევე დედა რადას დეპუტატი ელიზავეტა იასკო ზრდის.
“უფროსი ოთხი წლის ქალიშვილი ალისიაა. ის არის ქართული ინტერნეტის ვარსკვლავი, ფლობს სამ ენას”, – აღნიშნა პოლიტიკოსმა.
უფროსს ქალიშვილზე საუბრისას აღნიშნა, რომ გოგონა ძალიან მხიარულად იზრდება.
“ის ყოველთვის იცავს თავის უფლებებს და ებრძვის უსამართლობას. ძალიან, ძალიან ჭკვიანია”, – ხაზგასმით აღნიშნა სააკაშვილმა.
57 წლის საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა აღიარა, რომ ძალიან აწუხებს უმცროსი ქალიშვილს, ჟასმინის ბედი, რომელიც დედასთან ერთად კიევში ცხოვრობს.
“ჩემი უმცროსი ქალიშვილი, ჟასმინკა, ცხოვრობს კიევში, მაღალსართულიან კორპუსში. გავიგე, რომ როდესაც საჰაერო თავდასხმის განგაშია, სამწუხაროდ, ის და მისი დედა, ისევე როგორც უკრაინელების უმეტესობა, არ ჩადიან ბომბების საწინააღმდეგო თავშესაფარში. ისინი ამას მიჩვეულები არიან. მე ძალიან ვღელავ და ვღელავ ამის გამო”, – თქვა მან უკრაინულად.