”გაოგნებული და განადგურებული ვარ, ერთდროულად“

72

მწერალი გიორგი კეკელიძე სოციალურ ქსელში ირაკლი გაგნიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.

”გაოგნებული და განადგურებული ვარ. ერთდროულად. მეც და ყველა ბიბლუსელი. ირაკლი გაგნიძე, ადამიანი, ვინც რეალურად შექმნა ეს ბრენდი, Biblusi • ბიბლუსი იმ ფორმით, რაც თქვენ იცით, 42 წლის ასაკში, მოულოდნელი დიაგნოზით, უმძიმესი სენისგან, ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა. ირაკლი იყო სრულიად ბრწყინვალე პიროვნება და პროფესიონალი. თავის დროზე, ირაკლი თევდორაშვილთან ერთად, სწორედ მან შემომთავაზა, ,,ბიბლუსი ჯგუფს” შევერთებოდი და ამ ერთი წლის მანძილზე ბევრი რამ მოვასწარით ერთად. რაც მთავარია – დავმეგობრდით.
უცნაურად დაემთხვა, რომ სწორედ ამ დროს ვწერ წიგნს ონკოპაციენტის ისტორიაზე. ეს წიგნი ირაკლის ხსოვნას მიეძღვნება.”