“მელიქიშვილის გამზირი გელოდება, ზურა”

ზურა დოიჯაშვილის ბავშვობის მეგობარი დავით ზოიძე, მომღერალს სოციალურ ქსელის საშუალებით მიმართვს.

ზოიძე, ზურას განვლილ ცხოვრებას და მის ხასიათს მოკლედ მიმოიხილავს და წერს რომ ზურა დოიჯაშვილი სიკეთისთვის დასჯილი ადამიანია.

„მელიქიშვილის გამზირი, ია, ვარდი და ბზა, უშენოდ ვეღარ გავძელი, ჩემი ბავშვობის გზავ“ – საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, ვისაც ზურაბ დოიჯაშვილი მიერ შესრულებული ეს სიმღერა არ მოუსმენია… ის დღემდე პოპულარული სიმღერების ჩამონათვალშია და რთულია წარმოიდგინო, რომ მას ზურასებრი სიყვარულით, მისთვის დამახასიათებელი ოდნავ ხრინწიანი ხმით, კიდევ ვინმე შეასრულებს…. იყო დრო, როდესაც ეს სიმღერა ერთგვარი სავიზიტო ბარათივით იყო თბილისისა და მისი სტუდენტობისთვის, თუმცა დღეს…..

დღეს ჩემი ბავშვობის დროინდელი მეგობარი ზურაბ დოიჯაშვილი მელიქიშვილს გამზირს, შორეული ისრაელიდან მხოლოდ სიზმრებში თუ ხედავს… თბილისს და მელიქიშვილის გამზირს…. სამწუხაროდ ცხოვრება ისეა მოწყობილი, ხშირად სიკეთის მკეთებელი ადამიანი სწორედ სიკეთისთვის დასჯილა და არც ზურა იყო გამონაკლისი…

დაეხმარა ადამიანს, სამშობლოდან ოჯახთან ერთად გადაიხვეწა ახალი ცხოვრების დასაწყებად… აეროპორტში მუშად მუშაობდა და როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, ებრაელების სიყვარული მალევე დაიმსახურა თავისი კეთილშობილური ხასიათის დამსახურებით…ზურას ბებია ეროვნებით ებრაელი ქალბატონი გახლდათ და მას და მის ოჯახს ისრაელის მოქალაქეობა მალევე მიანიჭეს, თუმცა საქართველოს მოქალაქეობაც შეინარჩუნეს არსებული კანონის წყალობით…

დღეს ჩვენი ზურიკო ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში სიკვდილს ებრძვის! უფლის ნებასა და მართვითი სუნთქვის აპარატზეა დამოკიდებული მისი სოცოცხლე….მძიმე დაავადებასთან მებრძოლს, ერათადერთი სიტყვა ამოსდის გულიდან „თბილისი“ და როდესაც ამ სიტყვას მისი მეუღლე ქეთი ვადაჭკორია მეუბნება, ტირის, ისევე როგორც ზურა, რომელსაც თბილისის წარმოთქმისას ცრემლები უსველებს სახეს…

ეეეეჰ…..რა მუხთალია წუთისოფელიი? ვიდრე სჭირდები, იქამდე გეხვევიან გარს, თორემ წაიქცევი და წამოსაყენებლად არავინ დაიხრებაო….

არადა, ზურაბ დოიჯაშვილი ბევრჯერ დახრილა მეგობრის წამოსაყენებლად, ბევრჯერ….“ – წერს მომღერლის მეგობარი.