ნანიჩკა ჩვენო საყვარელო… – როგორ ულოცავენ რუსები ნანი ბრეგვაძეს დაბადების დღეს

ლეგენდარული ნანი ბრეგვაძე დღეს 84 წლის გახდა. უამრავ მიმლოცველელბს შორის უკრაინელი მომღერალი სოფია როტარუც არის.

„დღეს დაბადების დღეს აღნიშნავს საბჭოთა კავშირის მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანი ბრეგვაძე, ვულოცავ და საუკეთესოს ვუსურვებ“, – წერს სოფოა როტარუს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

„ნანიჩკა, ჩვენო ძვირფასო, გილოცავთ დაბადების დღეს. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. მადლობა მრავალწლიანი მეგობრობისთვის. იყავი ჯანმრთელად და შეხვედრამდე. გვიყვარხარ, გვახსოვხარ და გელოდებით“, – ნათქვამია გავრცელებულ მილოცვაში.