როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და მისი მეუღლე, ბიზნესმენი ნიკა ნაყოფია აშშ-ში ცხოვრობენ. წყვილს ახლახან მეორე ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც ავა დაარქვეს. მათ პირველ შვილს, აივი-ნიკოლი ჰქვია.
ორი შვილის დედა საკმაოდ აქტიურია სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს ხოლმე. მეტიც, როგორც ირკვევა, მოდელის შესახებ ერთ-ერთ უცხოურ პლატფორმაზე ვრცელი ინტერვიუც გამოქვეყნდა, რასაც ნანუკა გოგიჩაიშვილის დედა ემოციური პოსტით ეხმაურება.
„#SHOUTOUTLA თვალი გავახილე და დამხვდი, ნანუკა დე! წარმატებები და ყველა შენი მიზნის და საკუთარი შესაძლებლობის რეალიზებას გისურვებ! მიყვარს შენში შრომის უნარი, მადლიერების შეგრძნება, მიღწეული ყველა წარმატება!
გილოცავ დე! არაჩვეულებრივ დედობასთან ერთად, სულ ბრჭყვიალებ საინტერესო და შინაარსიანი კუთხით, გმადლობ მეც! კარგია რომ გავიგე ამბავი
მადლობა, თქვენც ასე რომ გიხარივართ“, – წერს ნათია ბანძელაძე.