“ბავშვები დედას კითხულობენ” – ვინ არიან ახმეტის ავარიისას დაღუპული რძალ-მული?

ახ­მე­ტა­ში ავა­რი­ას ორი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა. შემ­თხვე­ვა ცოტა ხნის წინ ახ­მე­ტა-ალ­ვა­ნის და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზა­ზე მოხ­და. სწრა­ფად მოძ­რა­ვი “ლენდ რო­ვე­რის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი, სა­დაც ერთი ოჯა­ხის 6 წევ­რი იჯდა, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან გა­და­ვი­და და ამოტ­რი­ალ­და.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ი­ღუპ­ნენ მძღო­ლის მე­უღ­ლე ნა­თია ჭი­ჭი­აშ­ვი­ლი და მძღო­ლის და ნა­თია ფა­რე­უ­ლი­ძე. და­შავ­დნენ მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვე­ბი. ერთ-ერთ მათ­გა­ნი წუ­ხელ თბი­ლის­ში გად­მო­იყ­ვა­ნეს. და­ღუ­პუ­ლე­ბი სო­ფელ ალ­ვა­ნი­დან იყ­ვნენ.

ამ­ბო­ბენ, რომ მან­ქა­ნა გა­უ­მარ­თა­ვი იყოო, ვე­უბ­ნე­ბო­დით, ამ მან­ქა­ნით ნუ და­დი­ხა­რო. სა­ში­ნე­ლე­ბა ტრი­ა­ლებს, ბავ­შვე­ბი დე­დას კი­თხუ­ლო­ბენ” – ამ­ბო­ბენ და­ღუ­პუ­ლე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი.

მომ­ხდარ­ზე და­წყე­ბუ­ლია გა­მო­ძი­ე­ბა.