“როგორც ქალი, მეცოდება…“

აბსოლუტურად ყველაფერზე პასუხს აგებთ, ჩემს ყველა პლატფორმას გამოვიყენებ იმისთვის, რომ თქვენი სახე კიდევ ერთხელ ვაჩვენო ხალხს – ამის შესახებ „პრაიმ ჰაუსის“ მეოთხე სეზონის მონაწილე თაია ჭიჭინაძე აცხადებს.

“არასდროს გავლანძღავ ჩემს ცხოვრებაში. როგორც ქალი, მეცოდება. ჩემს „ლაივშიც“ ვიტყვი, როგორც ქალი, სოლიდარობას ვუცხადებ. იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი, რასაც გამოივლის. დღეს, ხვალ თუ არა, 10 წლის შემდეგ მაინც. რაც შეეხება ნიკა ქართველს, ჩოხა-ახალუხი სად გაძვრა საერთოდ ჩოხა-ახალუხი, კომენტარებში ქალებს აგინებს და ლანძღავს. ამ კითხვაზე პასუხი მაინტერესებს. ქართველი კაცები ეგრე არ იქცევიან. ქართველმა კაცებმა ქალების ფასი იციან, კაცობა აქვთ. ქართველი კაცები ბოდიშსაც იხდიან, ცხოვრებასაც აგრძელებენ და ბინძური თამაშებით არ თამაშობენ. ცოლის ძმებს ადმინებად ჩუმად არ აყენებენ და ზურგს უკან ქალებს არ ეფარებიან. ქალობა ისწავლეთ, კაცობა ისწავლეთ, ადამიანობა ისწავლეთ და ცხოვრება გააგრძელეთ ისე, როგორც საჭიროა. აიტანეთ, რომ ძლიერი ვარ. აიტანეთ, რომ ფეხზე დავდექი და აიტანეთ, რომ თქვენს სახეს ნიღბებს ჩამოვხსნი“, – ამბობს თაია ჭიჭინაძე.