“ჟურნალისტების უდიდესმა ნაწილმა, არ იცის, თუ როგორ გააშუქოს კრიმინალური “ქეისები”, გარტყმაში არ არიან მათი პროდიუსერებიც”

ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:

“ნებისმიერი თემის გაშუქებისათვის BBC-ის აქვს ვეებერთელა სახელმძღვანელო პრინციპები. დანაშაულის შედეგად დაზარალებულთა ნაწილში წერია შემდეგი:
სკურპულოზურნი უნდა ვიყოთ დანაშაულის სავარაუდო მოწმეებთან ინტერვიუს დროს, რათა ზეწოლა არ მოვახდინოთ სასამართლოზე. არ უნდა მივაწოდოთ არც მოწმეს და არც დაზარალებულს ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაცია სავარაუდო სამხილების შესახებ.
აუცილებელია, რომ სასამართლოს დასრულებამდე არ მოხდეს მოწმისა და დაზარალაბული იდენტიფიკაცია და ა.შ.
ზღვა მასალაა ინგლისურად. თუ არ ვცდები აქაც ისწავლება რამდენიმე უმაღლეს სასწავლებელში. და შედეგი? საქართველოს ჟურნალისტების უდიდესმა ნაწილმა არ იცის თუ როგორ გააშუქოს კრიმინალური “ქეისები”, გარტყმაში არ არიან მათი პროდიუსერებიც. ეს სერიოზული პრობლემაა ქართული მედიისთვის. სხვა თემების გაშუქებაზე აღარ დავწერ.
მიმაჩნია, რომ საერთაშორისო პარტნიორების დახმარებაც აუცილებელია მედიის წარმომადგენელთა განათლებისათვის და კანონმდებლობა-‘გაიდლაინების’ შემოღების თვალსაზრისით”, – წერს ექსპერტი.