ექსპერტი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს:
“ბოროტმა ნაცოპოზიციამ და მისმა მარიონეტმა ჭურნალისტებმა და “ექსპერტებმა” მმართველ გუნდთან ბრძოლის ახალი ძალიან ვერაგული მეთოდი გაამაგრა – დაღუპული ახალგაზრდების საქმეთა უკიდურესი პოლიტიზირება და სამართალდამცველთა რეპუტაციის მაქსიმალური დისკრედიტაცია. ეს უკვე ძალიან მკაფიოდ ჩანს ნაპოვნი თამარ ბაჩალიაშვილის საქმის გარშემო. (უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი!)
ცხონებული გიორგი შაქარაშვილის ქეისზე საქართველომ ამერიკას დახმარება თხოვა და მჯერა, რომ სოცქსელების მიმოწერის ამოღებით, პასუხი გაეცემა ბევრ შეკითხვას.
ბაჩალიაშვილის ტრაგიკულ საქმეზე კი ფეხზე უნდა დადგეს ყველა კომპეტენტური უწყება, რათა არაკომპეტენტურ და მავნებელ ნაცკლასტერს არ მიეცეს მორიგი ბინძური სპელუკაციების ასპარეზი და საზოგადოების პროპაგანდისტული დატერორების დიდხნიანი შანსი!
სამართალდამცველნო, ნდობით ველით მყისიერ შედეგებს!“, – წერს გია აბაშიძე.