სოციალურ ქსელში ძალიან მძიმე ინფორმაცია ვრცელდება – მომღერალი ზვიად აბაშიძე გარდაიცვალა. ის საზოგადოებამ მუსიკალური პროექტიდან ,,ნუცას სკოლა” გაიცნო.
,,ზვიად, რანაირად დავიჯერო ახლა ეს?! რა დავწერო, რანაირად გამოვხატო გულისტკივილი, რანაირად…. შენი ფრაზა იყო ,,ნუცას სკოლაში”, რა კარგები ვართ, ნეტა, არ დავიხოცნეთო. შენთან რა უნდოდა სიკვდილს, ბიჭო!” – დაწერა მომღერალმა ნინი შერმადინმა.
,,არც ვიცი, რა დავწერო… ჩემი კახელი ძმა… რამდენი კარგი მომენტი მახსენდება ერთად გატარებული, გინდ სცენაზე, გინდ გადაღებებზე… ეეეჰ, ზვიო, ძალიან გვატკინე გული ყველას”, – წერს მომღერალი ვლად არამოვი.
,,არ ვიცი, ახლა რა უნდა დავწერო, რა სიტყვები უნდა მოვძებნო იმ ტკივილის გამოსახატად, ახლა რასაც ვგრძნობ? ჩვენი ყველას ძმა აღარ არის, შეხვედრამდე, ჩემო გულიანო ძმაო”, – დაწერა მომღერალმა გოგა მესხმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ზვიად აბაშიძე უცხოეთში გარდაიცვალა.