“ვინც ამ გადაგვარებულ ორგანიზმზე ცოცვით მიიკვლევთ კარიერის გზას, გვამის პარაზიტები ხართ“

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში საქართელოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფეისბუქ პოსტს შემდეგი სტატუსით ეხმიანება:

„ვინც ამ გადაგვარებულ ორგანიზმზე ცოცვით მიიკვლევთ კარიერის გზას, გვამის პარაზიტები ხართ“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

ცნობისთვის, ექსპრეზიდენტმა დღეს სოციალურ ქსელში ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

„ყველა, ვინც ცდილობს, რომ თავისი ვიწრო მიზნებისთვის “დავრდომილ” ადამიანად წარმომადგინოს, რომელიც ვერ აცნობიერებს ბოლომდე თუ რას აკეთებს, პუტინის თამაშს თამაშობს და ძალიან მწარედ ცდება.

ფიზიკურად, რა თქმა უნდა, მაქვს პრობლემები, მაგრამ სულიერად არასდროს ვყოფილვარ უფრო მტკიცედ, ვიდრე ახლა და სრულიად ნათლად ვხედავ ჩემი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბრძოლის მიმართულებას და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მის პერსპექტივებს.

ასევე მაძლიერებს ის უდიდესი მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობ ქართველი ხალხისგან, რომლისთვისაც არასდროს მიღალატია და არც ვუღალატებ – არ მივატოვე და არც მივატოვებ ამ განსაცდელის ჟამს!

ერთიანობა და განახლება რჩება ჩვენი ბრძოლის მთავარ პრიორიტეტად“.