“ჩემთვის დედა ყველაფერია“

გიგი დედალამაზიშვილი „რუსთავი 2“-თან დედის, ციცი ფალავანდიშვილის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისთვის დედა ყოველთვის მეგობარი იყო:

„მე ვგრძნობ, რომ ვარ დედაჩემის ნაწილი და შეიძლება ითქვას, გაგრძელება. ჩემთვის დედა ყველაფერია… დედაჩემი მკაცრი არასდროს იყო, იყო სულ მეგობარი და გვაგრძნობინებდა თავს პიროვნებებად, რომლებსაც შეუძლიათ გადაწყვეტილებების მიღება. იყო მეგობარი, თანამოაზრე და პირველი ადამიანი, ვინც მზად იყო, გვერდში დაგვდგომოდა. არის ძალიან ლაღი და ღრმა ადამიანია. არ მოაქვს შენთან სიმძიმე და სიღრმე და ცდილობს, რომ ჩვენი ცხოვრება გაალამაზოს, დაგვეხმაროს. მარტო ჩვენ კი არა, ყველას… დედაჩემს მუქ ფერებში ვერ ვხედავ. ყველაზე ძვირფასია ის ცოდნა, რომელიც ცხოვრების განმავლობაში გამიზიარა…