სოციალურ ქსელში ემოციური ვიდეო ვრცელდება.
მოდელმა და ტელეწამყვანმა, სალომე ღვინიაშვილმა, შვილს, ტასო ხიზანიშვილს სიურპრიზი გაუკეთა და ლონდონში ჩააკითხა.
სალომე გადაცემაში „პრაიმ შოუ“ შვილების შესახებაც საუბრობდა:
„ჩემი შვილი ტასუნა ამჟამად დამოუკიდებლად არის ინგლისში, სწავლობს და მუშაობს ერთ-ერთ კაფეში. ასევე, კვირაში ერთი დღე ბავშვები ფსიქოლოგიაში უნდა მოამზადოს. მოკლედ, ძალიან ამაყი დედა ვარ” – ამბობდა ის.