“ბათუმი – დასაკიდი ხარაჩო ქარის დროს“ – სოცქსელში შოკისმომგვრელი ვიდეო ვრცელდება

ფეისბუქის გვერდი „ჩემი ქალაქი მკლავს“ სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ჩანს როგორ ქანაობს ქარში  ბათუმში, მშენებარე სახლთან დატოვებული ხარაჩო და საფრთხეს უქმნის ადამიანებს და მიმდებარე ტერიტორიაზე მდგარ ავტომობილებს.

„ბათუმი – დასაკიდი ხარაჩო ქარის დროს,

არასდროს დატოვოთ ქარში“ – ვკითხულობთ ინფორმაციაში.