“ჩემი პატარა მეგობარი, დღეს მეორედ დაიბადა“ (ვიდეო)

19 ნოემბერს, მუსიკოსი, კოსტა სანიკიძე საკუთარ სახლში დაჭრეს.

მომხდარს ლენუკა ყიფშიძე ეხმაურება და ამბობს, რომ ბედნიერია რადგან კოსტა გადარჩა.

“ჩემი პატარა მეგობარი, საოცარი ადამიანი, თვალებში ეტყობა როგორია. ბედნიერი ვარ, რომ ყველაფერი ცუდი უკან დარჩა და ერთი სული მაქვს, მაგრად ჩავეხუტო. დღეს მეორედ დაიბადა, ჩემი მთელი ოჯახი დიდ სიყვარულს გიგზავნის“, – წერს ლენუკა.