„უმაგრესი ამბით მოვედი.. უბედნიერესი ვარ“

23 დეკემბერს, მომღერალი ნინი შერმადინი ზუგდიდში სოლო კონცერტს გამართავს. ამის შესახებ ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს.

„უმაგრესი ამბით მოვედი. 23 დეკემბერს, ჩემს უსაყვარლეს ზუგდიდში, პირველად ჩატარდება ჩემი სოლო კონცერტი ვარსკვლავოსან „იმედთან“ ერთად!

უბედნიერესი ვარ, ჩემი კარიერის პირველი ნაბიჯები ზუსტად ზუგდიდში დაიწყო, პაატა ფაცურიას სიმღერით, ჯგუფ მიქსთან ერთად. გელოდებით ყველას დიდი სიყვარულით.

დიდი მადლობა ორგანიზატორებს“, – წერს ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში.