“ამჟამად ძალიან ცუდად ვარ, წამლებზე ვარ და ბევრი ტკივილი მაქვს…“ (ვიდეო)

ტელეწამყვანი, ნუკი კოშკელიშვილი, ინსტაგრამზე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც ნუკი ვიდეოში ამბობს, მას რამდენიმე დღის წინ ფეხმძიმობის პრობლემები დაეწყო და ამჟამად მკურნალობს, სხვა ფეხმძიმე ქალბატონებს კი ექიმთან ვიზიტს ურჩევს.

“რამდენიმე დღეა არ ვარ აქტიური, მინდა ამაზე ვილაპარაკო.. მაქვს სისხლდენა,  ამბობენ, რომ შეიძლება ეს იყოს მუცლის მოშლის საშიშროება/მიზეზი.

არასდროს არავინ ლაპარაკობს ამ თემაზე, არადა ხშირი ფაქტია. ამბობენ, რომ თუ განწირულია ფეხმძიმობა, აუცილებლად დასრულდება რაც არ უნდა ხელი შეუწყო. ამჟამად ძალიან ცუდად ვარ, წამლებზე ვარ და ბევრი ტკივილი მაქვს, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. ქალებო, თუ გაქვთ სისხლდენა, აუცილებლად მიდით ექიმთან“ – ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.