“ჩემთან ბრძოლაში დროს ნუ დაკარგავთ!”

“პრაიმ ჰაუსის“ მეორე სეზონის მონაწილის, სალომე ბარათაშვილის შეფასება პროექტში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სალომე უშხვანის ძმას არ მოეწონა. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ჯგუფში პოსტი გამოაქვეყნა, რაც რეალითი შოუს ყოფილმა მონაწილემ უყურადღებოდ არ დატოვა.

“ჩემთან ბრძოლაში დროს ნუ დაკარგავთ! ერთადერთი, რასაც ვგმობ არის ძალადობა ნებისმიერი სახის და მერე ამის არ შემჩნევა!! გარშემო რა ხდება ხალხო თქვენ ხედავთ???? სადამდე მივედით ხედავთ? ახლა ჩემთან ბრძოლის დრო თუ გაქვთ და თან სამართლიანად მიგაჩნიათ აბა თქვენ იცით”, – წერს სალომე ბარათაშვილი.