“დროებითი კეთილდღეობისთვის ნუ გაწუწავთ საკუთარ ღირსებას!”

ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

რა ვიცი, მაინც დავწერ, ეგებ, ვინმემ ისმინოს და დაიჯეროს!
ძნელია დეპუტატის სტატუსის დათმობა! ეს მე კარგად ვიცი… გამივლია!!!…
რთულია დაემშვიდობო იმ სიკეთეებს, გავლენებს, ანაზღაურებას, სტაბილურობას…
ძნელია საკუთარ თავთან გამკლავება და უშეცდომოდ, ტკივილის გარეშე ჩარბენა დაღმართის…
და მაინც, ყველამ უნდა იცოდეს, რომ შეუცვლელი არავინაა… არავისთვის არავინ წარმოადგენს გარდაუვალობის მუდმივას!
ნუ შექმნით პრობლემებს და დაიწყებთ ვაჭრობას! ეცით პატივი საკუთარ თავს! სოციუმი კარგად აღიქვამს თქვენი ღირსების კოეფიციენტს! დროებითი კეთილდღეობისთვის ნუ გაწუწავთ საკუთარ ღირსებას!
დაღმართზე, ყველაზე კარგად იგრძნობ საკუთარ წონას, სიმაღლეს, სულიერ სიძლიერეს!! ეს ყველაფერი აღმართზე შემდგარს გაწუხებს და ცდილობ ჩამოიცილო, შემსუბუქდე და ამ სიმსუბუქით ინებივრო! !!! დაღმართი თავად ადვილი და არადამღლელია… მოემზადე, დაეშვი, წონიანი, ამაღლებული, ძლირი… და მოემზადე შემდგომი აღმართისათვის!
გახსოვდეს, შენი ღირსება მხოლოდ შენია! მას ვერავინ შეგძენს და ვერავინ წაგართმევს! ის ან გაქვს, ან არა…
P.S.
ნურასოდეს ეცდები საკუთარი პერსონის წარმოსაჩენად სამშობლოს გამოყენებას! სამშობლო ღმერთია! ის თავად წყვეტს ვინ, როდის, სად და რა სტატუსით ჭირდება!
სამშობლო შეცდომებს არ პატიობს!
ეს კი, ისე, ეპილოგისთვის…………..

ღმერთმა ჭირი გვაშოროს და
შოთას ფრესკა არვინ შალოს,
ეი,ბიჭო,სამშობლოსთან
არაფერი შეგეშალოს!“, – წერს ხათუნა ხოფერია.