გიორგი ყიფშიძე სოციალურ ქსელში ფოტოებს გვიზიარებს.
კადრები ზურა ყიფშიძის ვარსკვლავის გახსნის ცერემონიიდანაა.
გიორგი ფოტოებზე შვილებთან ერთადაა, ასევე კადრში ვხედავთ მის ყოფილ მეუღლეს, კრისტი ყიფშიძეს.
„ჩემი შემქმნელები“ – ასეთ წარწერას უკეთებს ნატალია ყიფშიძე დედ-მამის ფოტოს.
შეგახსენებთ, 27 ნოემბერს ზურა ყიფშიძეს ვარსკვლავი გაუხსნეს.