ექიმი ცირა შათაშვილი სოციალურ ქსელში ისრაელში მომხდარი ამაღელვებელი შემთხვევის შესახებ წერს:
„ეს უნდა წაიკითხოთ….51 დღის განმავლობაში როდნი ძაღლი ერთგულად ელოდა გატაცებულ პატრონებს – მისი სახლის დიასახლისი და სამი ბავშვი გაიტაცეს.
როდნი ისრაელის ჯარისკაცებმა იპოვეს და უმკურნალეს…
ოჯახის მამა მთელი ამ ხნის განმავლობაში თელ-ავივის შტაბის ფანჯრების ქვეშ ცხოვრობდა და იფიცებოდა, რომ არ წავიდოდა, სანამ მთავრობა წართმეულ ცოლ-შვილს არ დაუბრუნებდა. როდნიმ მალე თავისი პატრონი მოძებნა. ძაღლი მძევლების დაბრუნების ყველა აქციაში მონაწილეობდა და პატრონს ღამით გენერალური შტაბის მოპირდაპირე მხარეს “მიტაცებულ მოედანზე” იცავდა. გუშინ რონი და მისი პატრონი დიასახლის და მის სამ შვილს შეხვდნენ“ – წერს ცირა შათაშვილი.