„ვგიჟდები, როცა ადამიანს ვახარებ, ამ ბავშვს მე კიდევ ბევრჯერ გავახარებ“ – რას ამბობს ცნობილი ვიდეოს ავტორი?

გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ავტორი, ზიზი ჭელიძე, რომელიც ყვავილების გამყიდველ პატარა ბიჭს ფულს ჩუქნის, ვიდეოსთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან“ პირველ კომენტარს აკეთებს.

იცით რაზე მეტირება? არაჩვეულებრივი ბავშვობა მქონდა და დადგა დრო, როდესაც გაჭირვება გავიგე რა იყო და ისიც, როცა რამე გიჭირს, რომ გეხმარებიან, რა სიხარულია.

ამ გაჭირვების შემდეგ დავიწყე დაუღალავად შრომა და დღეს რაც მაქვს, ეს არის ამ შრომის და უფლის დამსახურება! ყოველი ლარი თუ თეთრი, ჩემი შრომით მაქვს მოპოვებული და უძილო ღამეებით! ერთი, რასაც ვდარდობ, არის ის, რომ მამას ვერ გავუკეთე ის, რაც მინდოდა. მამა იყო ჩემთვის ყველაფერი და მე მას პირობა მივეცი, რომ იმდენ სიკეთეს გავაკეთებდი, ის მუდამ ამაყი ყოფილიყო! მე რაც გავაკეთე, ეს ჩემი შინაგანი ხასიათია და ამას ვერავინ შემიცვლის. ვგიჟდები, როცა ადამიანს ვახარებ. ამ ბავშვს მე კიდევ ბევრჯერ გავახარებ“, – გვითხრა ზიზი ჭელიძემ.

წყარო: პრაიმტაიმი