“გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი იმისა რომ ბავშვები არიან სამშობიაროებიდან მოპარულები“

პროექტის „ვეძებ“ ავტორი, ტელეჟურნალისტი თამუნა მუსერიძე სოციალურ ქსელში წერს:

“მოგმართავთ ყველა ჩემ მეგობარს, ნაცნობს, ახლობელს ,  ფოლოუერს და ასე შემდეგ ‼️‼️‼️

საქართველოს არცერთ სამშობიაროს არასდროს სასაფლაო არ ქონია ‼️‼️

არცერთ სამშობიაროს (2005 წლამდე) არ ქონია არცერთ სასაფლაოსთან ხელშეკრულება ‼️‼️

არცერთი სამშობიარო არ კრძალავდა გარდაცვლილ ჩვილს ‼️‼️

არცერთი ბავშვთა საავადმყოფო არ კრძალავდა გარდაცვლილ ბავშვს ‼️

თუ თქვენ გითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და ჩვილი არ გამოგატანეს, ეს თავისთავად, ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ბავშვის ძიება უნდა დაიწყოთ. ‼️

უამრავი გაშვილებული ბავშვი ეძებს ბიოლოგიურ ოჯახს და მარტო იმიტომ ვერ პოულობს, რომ მშობელს არ ჯერა, რომ ბავშვი სამშობიაროდან მოიპარეს და გაყიდეს. ‼️

გვაქვს უამრავი დადასტურებული ფაქტი, იმისა რომ ბავშვები არიან სამშობიაროებიდან მოპარულები.‼️‼️

გვყავს უამრავი “გარდაცვლილი” ბავშვი ნაპოვნი ‼️‼️

ამ კვირაში უკვე მეოთხე ადამიანი მეუბნება, რომ პირველად ესმის სამშობიაროდან ბავშვების მოპარვის ფაქტები. უმორჩილესად გთხოვთ 🙏 გააზიარეთ ეს სტატუსი. უკვე ვეღარ ვხვდები რომელი პლათფორმა გამოვიყენო, ოჯახებს ხმა რომ მივაწვდინო.  ამიტომ თქვენ დაგვეხმარეთ ‼️ გაავრცელეთ ეს სტატუსი – წერს თამუნა მუსერიძე.