„ფინანსურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად – ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან რთული წელი იყო”

მეცო სოპრანო  ანიტა რაჭველიშვილმა  „ნეტგაზეთს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც მისი კარიერის რთულ პერიოდზე ისაუბრა.

„ფინანსურად, მორალურად, ფსიქოლოგიურად – ყველანაირი თვალსაზრისით ძალიან რთული წელი იყო. დავინახე, ვინ იყო ჩემი ნამდვილი მეგობარი და ვინ არა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან გამიჭირდა, გული დამწყდა, იყო დეპრესიის ძალიან მძიმე მომენტები, იყო ფინანსური გაჭირვების მომენტები, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ წელიწადს, რათა ყველაფერი ისე დალაგებულიყო, როგორც დალაგდა.

ამღერებული ვარ – იანვრიდან დავიწყებ მუშაობას და სიმღერას. ეს ორი წელიწადი შემომრჩა პერიოდად, როცა უკეთესად გავიცანი ჩემი თავი და მქონდა დრო ჩემს შვილთან ერთად გასატარებლად.“- წერს  ანიტა რაჭველიშვილი სოციალურ ქსელში და „ნეტგაზეთთან“ მის ინტერვიუს აზიარებს.