ლუკა კურტანიძე სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ საანგარიშო ყრილობაზე დასწრების უფლება არ მისცა.
“დღეს ჭიდაობის ფედერაციაში 12 საათზე საანგარიშო ყრილობა დაიწყო,რომელიც ახლა მიმდინარეობს,როგორც მსოფლიო ჩემპიონს რომელსაც ალბათ ჰქონდა უფლება თუნდაც სტუმრის სტატუსით დავსწრებოდი ყრილობას და მომესმინა რა ხდება რა იგეგმება ოლიმპიური თამაშების წელს და სხვა საკითხები … არ ვიცი ალბათ მქონდა ამის უფლება?… რადგან დღემდე სხვა თუ არაფერი გამიკეთებია ამ ქვეყანაზე… ამ კუთხით მაინც ვთვლი მქონდა უფლება ასე დამამცირებლად არ მომქცეოდნენ…./არადა ბორჯომის ხეობიდან ჩამოვედი იმისათვის რომ უბრალოდ გამეგო რა ხდება, მომეკითხა ყველა და დამდეგი მომელოცა/ თუმცა…. ჯერ პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძემ მკითხა… და მიმანიშნა რომ იქ ზედმეტი ვიყავი… შემდეგ კი გენერალურმა მდივანმა მითხრა არ მაქვს უფლება თურმე ყრილობაზე დასწრების უფლება და კარებისკენ მიმითითეს…. ძალიან დავმცირდი…. !ძალიან მეტკინა და წამოვედი…! ახლა ვზივარ მიხელ მესხის ძეგლთან სტადიონზე და გეკითხებით ყველას და პირველ რიგში პრემიერ მინისტრიდან დაწყებულ უბრალო მოქალაქემდე…. რა დავაშავე ისეთი რომ ასე დავმცირდე იქაც სადაც საქართველოს დიდებისთვის ნახევარი საუკუნე გავლიე?! ვფიქრობ ასე არ შეიძლება!!! მე ასეთი საქართველოსთვის არ მიბრძოლია…. მტკივნეულია ძალიან მაგრამ უფალს მივენდობი … ალბათ ესეც უნდა მივიღო… ჭიდაობის ოჯახს კი ერთიანობას ვუსურვებ სამშობლო საქართველოსთვის