“შეხვედრაზე ჯდომისას აღმოვაჩინე რომ ცალ-ცალი წინდით ვარ – ერთი შავი გრძელი წინდა მაცვია და მეორე აქლემისფერი მოკლე”

თამარ ჩერგოლეიშვილი ფეისბუქზე წერს.

“ფერებზე ობსესია მაქვს.
ტანსაცმელს თუ ვიცვლი, რაც არ ჩანს ისიც უნდა შევუხამო – წინდა, საცვალი …
ხოდა გუშინ ოფიციალური ტანსაცმელი გავიხადე, casual-იზაცია გავაკეთე, დავხედე შავი წინდები მაცვია და არაფერ შუაშია, აქლემისფერი დავითრიე უჯრიდან, გამოვიცვალე… და სხვა არაფორმალურ შეხვედრაზე გავიქეცი.
ხოდა შინაგან ჰარმონიაში, ფერებში შეხამებული, შეხვედრაზე ჯდომისას აღმოვაჩინე რომ ცალ-ცალი წინდით ვარ – ერთი შავი გრძელი წინდა მაცვია და მეორე აქლემისფერი – მოკლე.
ამეწვა ჯიგარი!”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.