სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პატარა ბიჭს, გამვლელი ქალი მანქანას უჩერებს და ფულს ჩუქნის უამრავი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი ორად გაიყო, ნაწილს მოსწონს ეს ვიდეო, ხოლო ნაწილი აკრიტიკებს ავტორს.
ვიდეოში ქალი, რომელიც ბავშვს ფულს აძლევს ზიზი ჭელიძეა, მან რამდენიმე დღის წინ სტატუს დაწერა, სადაც ეწერა, რომ აპირებს ბავშვს სახლში ესტუმროს და ასეც მოხდა.
სოციალურ ქსელში გიორგის დედამ გაავრცელა ერთობლივი ფოტო, რომელშიც ვიდეოს მთავარი გმირები ერთად არიან გადაღებულნი. ზიზი ჭელიძე გიორგის სახლში ესტუმრა. მოზარდის დედა ლალი ბერინაშვილი პოსტს აქვეყნებს და ქალს საჯარო ბოდიშს უხდის.
“მოკლედ, აპრილში გადაღებული ქალბატონი ზიზის და გიორგის ვიდეოს შესახებ, ვიდეოს გავრცელების შემდეგ ჩემს რეაქციაზე და ქალბატონი ზიზის და მისი მეუღლის ჩვენთან სტუმრობაზე.
გიორგის ვინც იცნობს იცის, როგორი ცელქიც არის, ამავდროულად ყოჩაღი, მიზანდასახული და მშრომელი, არა იმიტომ, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ ასეა. წავიდა და ყვავილები გაყიდა, პატიოსანი შრომით ფულის შეგროვებას ცდილობდა, მის საბედნიეროდ კი იმ მომენტში ქალბატონი ზიზისნაირი ადამიანი გამოჩნდა და როგორც ვიდეოში ნახეთ, ასე გაახარა ჩემი შვილი. ვიდეო ისე გავრცელდა სოციალურ ქსელში მთელმა საქართველომ თუ არა ნახევარმა მაინც იცის უკვე ამ სიკეთის და გიორგის ემოციების შესასეხ. ვაღიარებ, როგორც დედა ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ გავბრაზდი, ასე გასაჯაროვება რა საჭირო იყო მეთქი, ალბათ საზოგადოების რეაქცია მაშინებდა, ხალხი რას იფიქრებს შვილი გაუშვა და ყვავილებს აყიდინებსო . ამ ვიდეომ ბევრი პოზიტიური და ბევრიც ნეგატიური კომენტარი დაიმსახურა. რათქმაუმდა ნეგატიურმა პოზიტიური მხარე ამ სიკეთეს ვერ და არ დაუკარგა. უშუალოდ ქალბატონ ზიზიზე, არც კი ვიცი რა სიტყვები მეკუთვნის, რომ ვთქვა, ან ის გრძნობები იმ სიტყვებით გადმოვცე რა სიტყვებითაც ეს ამბავი იმსახურებს მოყოლას. ეს უზუმოდ კეთილი, თბილი, მოსიყვარულე ქალბატონი სახლში მესტუმრა, კიდევ ერთხელ გაახარა ჩემი შვილი და ამ
ვიდეოსთვის მომიბოდიშა, თუმცა მას რა ააქვს საბოდიშო, პირიქით ბოდიში მე მეთქმის, რომ რეაქცია სათანადო ვერ გამოვხატე. შეიძლება გჯეროდეს ამ ქვეყანაზე კარგი ადამიანების არსებობის, ქალბატონი ზიზი კი ცოცხალი მაგალითი, სიკეთის და სიყვარულის განსახიერება. არ ვიცი ადამიანმა ამდენი გააიმეტო სხვისთვის… ღმერთი ასმაგად და ათი ათასად დაუბრუნებს და დაუფასებს ქალბატონს ამ სიკეთეს. კი უნდა გადაეღო ეს ვიდეო, სხვა შემთხვევაში დღეს არ გვეცოდინებოდა არც მე და არც თქვენ , რომ მისნაირი ხელგაშლილი ადამიანები საზოგადოებაში შემორჩნენ! არ ვიცი რით დავიმსახურეთ მისგან ასეთი სიკეთე მაგრამ ფაქტია უანგაროდ აკეთებს.ღმერთმა სიკეთე, ბედნიერება და სილაღე არ მოაკლოს თქვენს ოჯახს ქალბატონო”, – წერს გიორგის დედა.