9 წლის ემილი ჰენდი, რომელიც ისრაელზე “ჰამასის” 7 ოქტომბრის თავდასხმის შემდეგ შეცდომით გამოაცხადეს გარდაცვლილად, რეალურად დაჯგუფების ტყვეობაში იყო და ის ახლა თავისუფალია. გოგონა უკვე მამასთან ერთადაა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ გოგონა თავის კონცერტზე მიიწვია.
„Bionce respect
პატარა ემილი ყველას გვახსოვს,ჰამასმა რომ ტყვედ აიყვანა და მამის ინტერვიუ…..
ემილის ტყვეობიდან განთავისუფლების შემდეგ,მამა დაჰპირდა, რომ წაიყვანდა ბიონსეს კონცერტზე, რომელსაც ის თაყვანს სცემს.
გუშინ კი მათ მიიღეს სასიხარულო ამბავი:
ბიონსე და მისი გუნდი ეპატიჟებიან ემილის კონცერტზე ნებისმიერ თარიღზე და ადგილას,მსოფლიოში სადაც ის გამართავს კონცერტს“ – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ცირა შათაშვილი.