მსახიობი, გივი სიხარულიძე თავისი ცხოვრების სტილითა და რომანებით ცნობილია. საზოგადოება მუდმივად ინტერესდება მისი ასეთი ცხოვრებით.
მან გადაცემა “ ნოესთან” ისაუბრა თავის ერთ-ერთ ურთიერთობაზე, ქალთან, რომელსაც ქმარი ჰყავდა.
“თუ ქალის ქმარი ჩემს მიმართ კარგად არის განწყობილი. მიხვდით რას ვიძახი. კაცი მხვდება, მესალმება სიყვარულით, ჩემს ცხოვრებაში არ ვიკადრებ მაგას, მაგრამ ყოფილა ისეთი რამე, ქალთან მქონია რომანი და შემდეგ გამაცნო თავისი ქმარი.
აი, ეგ არის ყველაზე დიდი საშინელება ეგ არის და ის კაცი, რომ გამომდგარა ძალიან კარგი ადამიანი.
შვილებს ვფიცავ, ეს საკუთარი თავის დასჯაა, როცა ვხედავ, რომ ანგელოზი კაცია.
ეს წამებაა. ვეცადე გავცილებოდი, მაგრამ ხანდახან არ გამოვიდა.
გეუბნებით რა, ბედნიერებაა, როდესაც უქმრო ქალთან გაქვს საქმე”, – თქვა გივი სიხარულიძემ.