დეკანოზი პეტრე კოლხი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
„არ ფასდება არც ცოდნა, არც განათლება, არც ინტელექტი…
სწავლობ, მთელი ცხოვრება კითხულობ, შრომობ, სამეცნიერო სტატიებს აქვეყნებ, დისერტაციებს იცავ… უნივერსიტეტში და ზოგადად სასწავლებლებში მაინც არა მხოლოდ გაუნათლებლები, არამედ წიგნის მტრები არიან კურატორები, ხელმძღვანელები…
პრეტენზიაც არ უნდა გქონდეს, უნდა გაჩუმდე… მე არ ვაპირებ შეგუებას, არც გაჩუმებას… არც მასკარადში, არც მარაზმში ცხოვრებას…“ – წერს პეტრე კოლხი.