“ერეკლე გირგვლიანთან ურთიერთობა, მესამე პირის ეჭვიანობამ დაასრულა“

მოცეკვავე ელენე დავითაია გადაცემა „სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო.

როგორც ელენე ჰყვება, მისი და მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანის ურთიერთობა, მესამე პირმა ეჭვიანობის ნიადაგზე გააფუჭა.

„ორი ადამიანის ურთიერთობაში არავინ უნდა ჩაერიოს, ყოფილა ჩემი და ერეკლეს კარიერაში შემთხვევა, რომ ჩაერია მესამე პირი, არ ვიცი მიზანი რა იყო, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეჭვიანობა” – ამბობს ელენე.