რას ეტყოდა თამარ ივერი დედას? – ქართველი სოპრანოს, ცელქი ბავშვობის ისტორიები და ემოციური ინტერვიუ მკაცრ და სამართლიან დედაზე.
თამარ ივერმა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ რუბრიკაში ისაუბრა.
„დედა ეს არის ადამიანი ვინც იმას გირჩევს რაც შენთვის არის საუკეთესო..
ის რომ გათხოვდა, 8 წელიწადი შვილი არ უჩნდებოდა, მან იმკურნალა ჯანმრთელობა შეერყა იმისთვის, რომ მე გავეჩინე, ყველა ასეთი ქალი გმირია.
სულ მეუბნებოდა რასაც შენი ხელით შექმნი ის დაგრჩება ცხოვრებაში და ამას ვერავინ წაგართმევსო.
მკაცრი იყო, მაგრამ სამართლიანად მკაცრი, მე ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი..
როცა ასაკში შევიდა ჩემს მიმართ ზედმეტად ემოციური გახდა, მე ვერც წარმომედგინა შენ რომ ამდენს მიაღწევდიო.
ავსტრიაში უნდა მემღერა კონცერტზე და დილით დედა გახდა ცუდად. კონცერტის დღეს ჩემი მეუღლე ტელეფონზე საუბრობდა და შემთხვევით გავიგე, რომ დედა გარდაიცვალა.
ამ მიზეზით, კონცერტი ვერ გადადეს და აპოლოდისმენტების ფონზე როდესაც სცენაზე გამოვედი პუბლიკას გავუღიმე… ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი პირფერობა,“ – ამბობს თამარ ივერი.