ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

მწერალი ფრედერიკ ბეგბედერი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ  Le Parisien-ი საფრანგეთის პოლიციისა და ბეარნის ოლქის ქალაქ პოს პროკურორზე დაყრდნობით წერს.

არსებული ცნობებით, საუბარია გაუპატიურების ბრალდებაზე, რომელიც 58 წლის მწერალს უცნობმა ქალმა ზაფხულში წაუყენა. ქალი ამტკიცებს, რომ მას ბეგბედერთან შეთანხმებული სექსუალური კონტაქტი ჰქონდა ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში, თუმცა მოგვიანებით, იგივე ღამით, მწერალმა მასთან კავშირი მისი თანხმობის გარეშე დაამყარა.

ადგილობრივი გამოცემა პროკურორზე დაყრდნობით ასევე წერს, რომ ფრანგი მწერალი უარყოფს მის წინააღმდეგ არსებულ ბრალდებებს.

Le Parisien-ის ინფორმაციით, საფრანგეთის პოლიციამ ბეგბედერი განყოფილებიდან გაათავისუფლა, თუმცა, გამოძიება კვლავ გრძელდება.