„დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის“

ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვიდეოჩანაწერის უკანონოდ დამზადებისა და გავრცელების საქმეზე სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოძიების დაწყებას ბაბი კირკიტაძე ეხმაურება და საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

„გამოძიება დაწყებულია. დიდი მადლობა ყველა ჟურნალისტს და თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის“, – წერს ბაბი კირკიტაძე.