დეპუტატი რომან გოცირიძე თბილისის მერის, კახა კალაძის მეუღლის, ანუკი არეშიძის მიერ, სოციალურ ქსელ “ინსტაგრამზე” გავრცელებულ ვიდეოს ეხმიანება, რომელსაც სოცქსელბში არაერთგვარი რეაქცია მოჰყვა.
“კალაძის მიერ გუშინ ფეისბუკზე გავრცელებული ვიდეო, რომელშიც იგი ცოლს თმას ვარცხნის, იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, თამამი და შთამბეჭდავი პერფორმანსი, რაც კი ქართველ პოლიტიკოსს გაუკეთებია. მას ძირითადად ნეგატიურ კონტექსტში ავრცელებენ, მაგრამ შედეგი პირიქით, დადებითი მოაქვს.” – წერს რომან გოცირიძე.