“კითხვაზე რა ჯანდაბა უნდოდა ბენს სცენაზე გეტყვით, ის მსახიობი იყო ადრე მერე შეცვალა პროფესია”

„მაკნატუნა ძალიან კარგი მუსიკა, ბევრი ჯადოსნური ემოცია. არ მეგონა ოვი თუ იჯდებოდა სრული ორი აქტი და ბოლომდე ჩართული იქნებოდა, მაგრამ წამით თვალი არ მოუწყვიტავს სცენიდან,“ნუკი კოშკელიშვილი მეუღლესთან და პატარა ოლივერთან ერთად მაკნატუნას ჩვენებას დაესწრო.

კადრებს და ემოციებს ნუკი „ინსტაგრამზე“ გვიზიარებს.

ყველაზე მაგარი ისაა, რომ ოვიმდე, ჩემამდე, ამ ყველაფრამდე, ბენი ამ თეატრში მუშაობდა, კი მეტროპოლიტენის სცენაზე გამოდიოდა ყოველ დღე! წარმოგიდგენიათ?!

ბევრ თეატრში უთამაშია, მაგრამ აქ იყო მისი ყველაზე ტკბილი მოგონება და პირველად მოიყვანა ოვი.

კითხვაზე რა ჯანდაბა უნდოდა ბენს სცენაზე, გეტყვით, ის მსახიობი იყო ადრე, მერე შეცვალა პროფესია.

ერთხელ აუცილებლად მოგიყვებით..“ – წერს ნუკი.