უზომოდ მომწონს თის ეს ვერსია და ყველას დიდ მადლობას ვუხდი, ვინც დაეხმარა მას აქ მოსასვლელად, – ამ შინაარსის პოსტს ბლოგერი თი მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს და ბოლო დროს მომხდარ მოვლენებს აჯამებს.
„ამ ადამიანებიდან ბევრი აღარ არის ჩემს ცხოვრებაში, რადგან არ იმსახურებენ… თუმცა, ძალიან დიდი ცხოვრებისეული გამოცდები ჩავაბარე მათი წყალობით და მხოლოდ ამისთვის ვუხდი მათ მადლობას!
ხოლო ის ძვირფასი ადამიანები, რომლებიც ჩემთან ერთად მოდიან, უზომოდ დიდ პატივისცემასა და დაფასებას იმსახურებენ ჩემგან და მე მათი მადლიერი ვარ თანადგომისთვის, მუდმივი მოტივაციისთვისა და არსებობისთვის!
მკერდს რაც შეეხება, ჯერ კიდევ რეაბილიტაციას გავდივარ და კორსეტიც ადგილზეა, უბრალოდ გადაღებისთვის უნდა მომეხსნა. 3-4 თვეში კიდევ უფრო ლამაზები იქნებიან,“ – წერს ბლოგერი.