ლაშა შევარდნაძე სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს

ლაშა შევარდნაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

წავიდა…. ოთარ იოსელიანმაც დაგვტოვა, ადამიანმა რომელიც არასდროს ეგუებოდა კონფორმიზმს და მსოფლიოს ყოველდღიურ აბსურდულ რეალობას. მისი ფილმები საბჭოთა პერიოდში მყოფ საქართველოში და შემდგომ საფრანგეთში ყოველთვის მეტაფორულად აღწერდა რეალობას – არსებული ცენზურის წინაადეგ. ნელი ტემპით, აბსურდისტული იუმორით და სიურეალისტური ელემენტებით გვაჩვენებდა იმ დროინდელ ყოფას. ალბათ როგორი ანტაგონისტური ბუნებაც ჰქონდა ისეთი იყო მისი შემოქმედებაც. ბევრი რამ დაიწერება მასზე. მე უბრალოდ როგორც ერთ-ერთი იღბლიანი ადამიანი მადლიერი ვარ მისი რომ მომცა საშუალება ეპიზოდური როლში მეთამაშა მის რამდენიმე ფილმში..
მადლობა ბატონო ოთარ და მშვიდობით.

ქართულ და მსოფლიო კინემატოგრაფიაში ერთი კიდევ ძალიან დიდი ეპოქა დასრულდა”