„წლებია, რაც უძილობა მაწუხებს, დაღლილობის მიუხედავად მაინც მიჭირს დაძინება“

მომღერალ ბაბი კირკიტაძეს უძილობა აწუხებს. ამის შესახებ მან გადაცემაში „იმუნიტეტი“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პრობლემა უკვე წლებია გრძელდება.

„წლებია ძილის პრობლემა მაწუხებს. ეს მას შემდეგ გაჩნდა, რაც განსაკუთრბეულად აქტიური რეჟიმით დავიწყე ცხოვრება. დატვირთულ გრაფიკი, კონცერტები სხვადასხვა ქალაქში, ბევრი გათენებული ღამე გზაში. მიუხედავად დაღლილობისა ვეღარ ვიძინებ. შემდეგ, ამ გათენებულ ღამეებს მოჰყვება ნევროზული შეტევები და შფოთვები“, – აღნიშნავს მომღერალი.