იტალიაში გარდაცვლილ ქართველ ემიგრანტს, მარიამ სირბილაძეს მეგობარი სოციალურ ქსელში, ემოციური პოსტით ემშვიდობება:
„ჩემი სუპერ გმირი ჩემი სუპერ მარუ აღარ მყავს… აი ასე ადგა და დამტოვა… ჩემი სუპერ მარუ, რომელიც მაგალითი იყო ჩემთვის! მაგალითი როგორ უნდა ებრძოლო ყველაზე საშინელ დაავადებას და როგორ უნდა მოიგო ეს ომი! მაგალითი როგორ უნდა გიხაროდეს სიცოცხლე და ანათებდე ყოველთვის. წლების წინ გავიცანი ჩემი პირადი სუპერ გმირი მარუ… იქიდან შემიყვარდა უზომოდ! განსაკუთრებით ვუგებდით ერთმანეთს. ჩემი მარუ აღარაა. აღარავინ მომწერს “მიყვარხარ მარუუუუ.” 💛 აი ასე აღარაა…
ვინც ვიცნობდით მარუს გვემახსოვრება გოგო, რომელმაც კიბო დაამარცხა ყოველთვის ასე დარჩება მარუ. ყოველთვის ლამაზი და მოკაშკაშე მზე. მზე რომელიც უკვე ჩემი ვარსკვლავია და ცაზე ჩემთვის ერთით მეტი ვარსკვლავი გაანათებს დღეიდან.
Mariam Sirbiladze ბევრჯერ მითქვამს და გეტყვი ახლაც მიყვარხარ ჩემო სუპერ გმირო. ვიცი გესმის… ისიც ვიცი რომ ყოველთვის ჩემთან იქნები და ამას სულ ვიგრძნობ. რომ გცოდნოდა ახლა როგორ მტკივა ვიცი რომ დარჩებოდი და არ დამტოვებდი“, – წერს მარიამ ჩხეიძე.