„ოდესმე ყველა დავიხოცებით“

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი ამჯერად გარდაცვლილ რუს ჯარისკაცზე წერს და მის ფოტოს აქვეყნებს. სიმონიანი ამბობს, რომ ნაპოვნი იქნა ჯარისკაცის წერილი, სადაც ის ყველას სთხოვს, მის დედაზე და დაზე იზრუნონ.

სიმონიანი გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მიმართავს: „აუცილებლად გიპოვით და მოგივლით. მშვიდად იძინე მებრძოლო, ოდესმე ყველა დავიხოცებით და მერე ყველა ერთად გავახელთ თვალს“, – წერს სიმონიანი „ტელეგრამზე“.