„რთულია გავიაზრო თუ რამხელა რამ მოხდა ჩემს საცეკვაო კარიერაში”

22 წლის გიორგი ფოცხიშვილი ნიდერლანდების ნაციონალური თეატრის წამყვანი სოლისტი გახდა.

„გიორგი არის ფენომენალური ნიჭით მოცეკვავე, რომელსაც იშვიათად შეხვდებით… წარმოუდგენელი ნახტომით და შესანიშნავი ტექნიკით“ – ასე აფასებს ნიდერლანდების ნაციონალური ბალეტის ხელმძღვანელი მის ცეკვას.

გიორგიმ თავის წარმატების შესახებ „იმედის დილაში“ ისაუბრა.

„რთულია გავიაზრო თუ რამხელა რამ მოხდა ჩემს საცეკვაო კარიერაში.. ყველაზე ახალგაზრდა წამყვანი სოლისტი ვარ..

ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ შრომა დამიფასდა, თუმცა მე წოდებებს არ ვაქცევ დიდ მნიშვნელობას,“- ამბობს გიორგი.